მარტივი ტესტი „ერთი თითი“. ამ მეთოდის დახმარებით გამოიცნობთ, ხორცი ახალია თუ არა
ეს სწრაფი და ეფექტური ხრიკი სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვისაც ხარისხიანი პროდუქტი უყვარს. ამ მარტივი ხრიკის დახმარებით სწორი ქათმის ხორცის არჩევას რამდენიმე წამში შეძლებთ.
ყველასთვის ცნობილია, რომ ქათმებს ფერმაში ზრდიან და ხელოვნური საკვებით კვებავენ.
სწორი ხორცის არჩევის დროს ფერს ყურადღება მიაქციეთ – თუ ქათმის მკერდი ვარდისფერია, მისი ყიდვა ნამდვილად ღირს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქათამს სწორად კვებავდნენ.
ხორცის მოყვითალო-ნაცრისფერი ფერი ხელოვნურ საღებავებსა და არაჯანსაღ საკვებ დანამატებზე საუბრობს.
ფერის გარდა, სწორი ხორცის ასარჩევად მსოფლიოს ცნობილი შეფ მზარეულების მიერ რეკომენდებულ ხრიკს გაეცანით. შეფუთული ხორცის შემოწმებას მხოლოდ ერთი თითი შეძლებთ!
მაღაზიის მაცივრიდან ხორცი გამოიღეთ და ქათმის მკერდს ერთი თითი დააჭირეთ.
თუ ხორცი საწყის ფორმას სწრაფად დაუბრუნდა, სჯობს აირჩიოთ.
გირჩევთ, შეფუთული ხორცის ყიდვის დროს რამდენიმე შეფუთვა შეამოწმოთ. ასე საუკეთესო ხორცის შეძენას შეძლებთ.
მთლიანი ქათმის ხორცის ან ფრთების შეძენის დროს არა მხოლოდ ხორცის ფერი, არამედ ცხიმი უნდა შეამოწმოთ, რომელიც შეიძლება ყვითელი ან თეთრი იყოს. აქ, ქათმის მკერდის რეკომენდაციისგან განსხვავებით, სჯობს უფრო მოყვითალო ცხიმის მქონე ქათამი აირჩიოთ. ასეთი ფერი იმის მანიშნებელია, რომ მას სიმინდით და სხვა ნატურალური საკვებით კვებავდნენ.
წყარო: unique.ge