თეგებით ძიება

სამარხვო შოკოლადის ნამცხვარი

ნგრედიენტები:

12 ს/კ ფქვილი

1 ჩ/კ საცხობი ფხვნილი

1/4 ჩ/კ საცხობი სოდა

180 გრ. ნახევრად სამარხვო შოკოლადი

3 სუფრის კოვზი სამარხვო კარაქი

1/2 ჭიქა დაჭყლეტილი ბანანი

1/2 ჭიქა შაქარი

2 სუფრის კოვზი ცხელი წყალი

1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

მარილი

მომზადების წესი:

საშუალო ზომის თასში შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი, საცხობი სოდა და ცოტა მარილი. ცალკე თასში მოათავსეთ კარაქი, შოკოლადის ნატეხები და გაადნეთ ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში.

გამდნარ შოკოლადის მასას შეურიეთ გასრესილი ბანანი, შაქარი, ცხელი წყალი და ვანილი. მოურიეთ კარგად.

შოკოლადის მასას დაუმატეთ პირველ თასში მოთავსებული მშრალი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ ერთმანეთში.

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და წაუსვით სამარხვო კარაქი. მიღებული მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და აცხვეთ 25 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გააგრილეთ კარგად და გემრიელად მიირთვით.

P.S.

ბანანის ნაცვლად ნამცხვარში შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის პიურე.











წყარო:newposts.ge



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა