თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

6 შემთხვევა, როდესაც პარტნიორი საწოლში გატყუებთ

იტყუება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გარწმუნებთ, რომ „მართლა არ გატყუებთ“, „მართლა, მართლა“.

„...უკვე მქონდა ორგაზმი“

ეს, ალბათ, ყველაზე გავრცელებული ტყუილია სექსში. ქალებმა არა მხოლოდ ამ ორის სიტყვის დამაჯერებლად წარმოთქმა ისწავლეს (თან ისე, რომ თვალებში გიყურებენ), არამედ ორგაზმის იმიტირება ისე, რომ ყველაზე გამოცდილ პარტნიორსაც კი არ შეეპარება ეჭვი. და საერთოდ, კაცებს სურთ, დაიჯერონ ამგვარი ტყუილი. რადგან თუკი ქალი მასთან ორგაზმს განიცდის, ის გმირია! და თუკი - არა, მაშინ მას გარკვეული სახის პრობლემები აქვს: ფრიგიდულობა ან თუნდაც, სურდო.

„ზომას არ აქვს მნიშვნელობა“

უკაცრავად, მაგრამ ეს ასე არ არის. ზომა მაინც მნიშვნელოვანია. რაც უფრო დიდია პენისი, მით უფრო მეტ ნერვულ დაბოლოებებს ეხება. რაც უფრო პატარაა, მით უფრო დამაჯერებლად დაგარწმუნებთ ქალი, რომ ზომას მნიშვნელობა არ აქვს. საბედნიეროდ, პენისის გარდა, ბუნებამ ხელებითაც დაგაჯილდოვათ - სხეულის ეს ნაწილიც სასარგებლოა სექსში.

„არასდროს მიოცნებია სექსზე ორ მამაკაცთან ერთდროულად! გარყვნილი კი არ ვარ?!“

სოციუმი ავალდებულებს ქალს, იყოს მოკრძალებული ადამიანი. ეს კაცს შეუძლია მისცეს უფლება თავს, სექსი ერთდროულად რამდენიმე ქალთან ჰქონდეს, იმიტომ რომ მას სრული უფლება აქვს, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. ხოლო ქალმა უნდა იაროს მუზეუმში, კინოში, მერე გათხოვდეს, ამიტომ მისი ცხოვრება უნდა იყოს წმინდა, სუფთა და ბრწყინვალე - ეს კაცების აზრია! სინამდვილეში, ყველა ქალი ერთხელ მაინც დაფიქრებულა, როგორია, იყო ორგიის მთავარი გმირი და გარშემო არც ერთი მეტოქე არ გეგულებოდეს.


„ასე კარგად ჯერ არავისთან ვყოფილვარ“

უბრალოდ, კომპლიმენტია და თავში ნუ აგივარდებათ. სავარაუდოდ, პარტნიორი ამ სიტყვებით ვნებიანი მოქმედებებისა და ცეცხლოვანი სექსისთვის გაჯილდოებთ. მაგრამ როდესაც ქალი ამ ფრაზას ჯიუტად იმეორებს და შეხვედრის გამეორებას გთხოვთ, თანაც თუკი არანაირ ურთიერთობაზე საუბარი არ არის, შესაძლოა, მართლა არავისთან ყოფილა ისე კარგად, როგორც თქვენთან და იმედები ნამდვილად არ გაუცრუეთ.


„შენ ჩემთვის მესამე ხარ...“

შეკითხვაზე, რამდენი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა ქალს (საერთოდ, რატომ უნდა დაინტერესდე?), ის, რა თქმა უნდა, რამე ციფრს დაასახელებს და ჩვეულებრივ ეს ციფრი ერთიდან ხუთამდე მერყეობს. მაგრამ თუკი კეთილსინდისიერი პარტნიორი შეგხვდათ, რომელსაც ტყუილები არ უყვარს, მაშინ გიპასუხებთ: ხუთიდან ათამდე. რეალურად, ქალის სექსუალური პარტნიორების რაოდენობა არ იცის მისმა საუკეთესო დაქალმაც კი. და რა მოხდა მერე, თუკი ქალი პარტნიორების რაოდენობას ითვლის „მხოლოდ ორგაზმის მიხედვით. და ის ბოლო, საერთოდაც არ ითვლება, რადგან თხის რქაა“.


„აქამდე ეს არასდროს გამიკეთებია“

ეს ფრაზა ნებისმიერი ტიპის სექსს შეესაბამება და ტყუილის კიდევ ერთი საშუალებაა, რომლის მიზანია, შეგიქმნათ სასიამოვნო შეგრძნება, რომ სწორედ თქვენ გხვდათ წილად უმწიკვლო ახალგაზრდა ქალი ფარული ვნების საშიში ლაბირინთებით მიიყვანოთ აბობოქრებულ ვულკანურ ორგაზმამდე. მოუსმინოთ ქალს, თუ როგორი მოსაწყენი იყო მისი სექსუალური ცხოვრება თქვენამდე რუტინული და სევდიანი მისიონერული პოზებით. ოჰ, როგორი მიამიტი და გულუბრყვილო ხართ!


P.S. ყველა ურთიერთობა და ყველა ქალი ინდივიდუალურია. და, შესაძლოა, სწორედ თქვენი პარტნიორი ამბობს მხოლოდ სიმართლეს! ვინ იცის?!







წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა