უგემრიელესი კექსი შოკოლადით
ცომი
70გრ ფქვილი
50გრ სახამებელი
90გრ შაქარი
100გრ კარაქი
5 კვერცხის გული
3 კვერცხის ცილა
40გრ შესქელებული რძე
½ ჩაის კოვზი გასაფხვიერებელი
2 ჩაის კოვზი ამარეტოს ტიპის ლიქიორი
მინანქარი
40გრ შოკოლადი
40გრ კარაქი
მომზადების წესი:
ჩართეთ ღუმელი 170 გრადუსზე. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი.
ათქვიფეთ 100გრ კარაქი და 90გრ შაქარი გათეთრებამდე. თქვეფვისას სათითაოდ დაუმატეთ კვერცხის გულები.
შემდეგ დაუმატეთ შესქელებული რძე და ლიქიორი ან ესენცია. ჩაყარეთ 70გრ ფქვილი, 50გრ სახამებელი და ჩაის კოვზის 1/2 გასაფხვიერებელი. კარგად აურიეთ.
ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცილები მყარი ქაფის კონსისტენციამდე და კოვზით შეურიეთ ცომს.
გადაიტანეთ ცომი ფორმაში და გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში. როდესაც კექსი გამოცხვება გადმოიღეთ ფორმიდან და გააგრილეთ.
მინანქარისთვის აურიეთ კარაქი და შოკოლადი ერთმაენთს. გაალღვეთ ორთქლზე, თან ურიეთ. შემდეგ კი მოასხით კექსს ზემოდან. გემრიელად მიირთვით.
წყარო:newposts.ge