როგორ მოვამზადოთ ჩიზქეიქი ტაკოს დესერტით?
გიყვართ ჩიზქეიქი ან აბოდებთ ტაკოს დესერტებზე? მაშინ აუცილებლად მათი კომბინაციაც მოგეწონებათ: ჩიზქეიქი ტაკოს დესერტებთან ერთად.
სახელისგან განსხვავებით მისი მომზადება მარტივია.
ინგრედიენტები:
6 -8 ცალი კრეკერი
6 დიდი ტორტილა
მცენარეული ზეთი შეწვისთვის
8 ცალი ნაღების ყველი, დარბილებული
1ჩ/კ ლიმონის წვენი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1 ჭიქა სქელი კრემი
¼ ჭიქა შაქრის ფხვილი
მომზადება
1) კრეკერები საჭმლის პროცესორში მოათავსეთ.
2) გამოიყენეთ საშუალო ზომის წრიული მოსაჭრელი და ტორტილასგან 4-5 წრე გამოჭერით.
3) მცენარეული ზეთი დაასხით ტაფაზე და საშუალო დონის ცეცხლზე დადგით.
4) დამჭერის დახმარებით ტორტილას წრე ცხელ ზეტში 5 წამით გააჩერეთ. ამოატრიალეთ და ისევ 5 წამი გაჩერდით, სანამ ყავისფერ ფერს არ მიიღებს.
5) შემწვარი და გადაკეცილი ტორტილა დაფშვნილ კრეკერებში „ამოავლეთ.
6) გაიმეორეთ იგივე ტორტილას თითოეულ ნაჭერზე.
7) საშუალო ზომის ქვაბში კრემი და ნაღების ყველი აურიეთ ლიმონის წვენთან და ვანილის ექსტრაქტან ერთად.
8) დაამატეთ შაქრის ფხვნილი კრემის მიქსტურას და კარგად აურიეთ.
9) მიღებული მასა პლასტმასის ჩანთაში მოათავსეთ და მაცივარში შედგით 20-30 წუთით.
10) გაჭერით პლასტმასის ჩანთის კუთხე და ჩიზქეიქის კრემით თითოეული ტაკო აავსეთ.