თეგებით ძიება
19. 08. 2019 News-ები

მორიგი "ბორდერიზაცია" - რუსი სამხედროები ხურვალეთსა და ორჭოსანს შორის მდგარ საოკუპაციო ბანერთან გამოჩნდნენ

რუსი სამხედროები ხურვალეთსა და ორჭოსანს შორის მდგარ საოკუპაციო ბანერთან გამოჩნდნენ. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები ლუდა სალია საუბრობს. მისი თქმით, გრეიდერმა მიწა მოასწორა. „ნიუპოსტი“ მერის წარმომადგებნელს დაუკავშირდა. როინ ადიკაშვილი ხურაველთის სიახლოვეს ოკუპანტების გამოჩენას ადასტურებს და აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს პოლიციის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არ გადმოსულან. ის დაგვპირდა, რომ დეტალებს დააზუსტებს. ცნობისთვის, ხურვალეთსა და ოკუპრიებულ ორჭოსანს შორის ე.წ. სასაზღვრო ბარიერები სრულ პერიმეტრზე აღმართული არ არის და შესაბამისაად, ადგილობრივები არ გამორიცხავენ რომ ბორდერიზაციის პროცესი განახლდეს.

ავტორი: გიორგი ახალკაცი
წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა