თეგებით ძიება
21. 08. 2019 News-ები

"არსებობს ვიდეო, სადაც 2013 წელს ნინო შუბლაძე ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდებოდა" - გვარამია

"ნინო შუბლაძე 2013 წელს „რუსთავი 2“-დან იმიტომ წავიდა, რომ მას ვანახე ვიდეო, სადაც ის მთავრობის წარმომადგენელს „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდება" - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ონლაინგადაცემის „სირცხვილია“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ

„ძალიან ბევრის გახსენება შეიძლება ნინო შუბლაძეზე. მასაც უნდა ახსოვდეს ალბათ, რის გამოც წავიდა. ის ვიდეო დღესაც არსებობს, სადაც შუბლაძე ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენელთან „რუსთავი 2“-ის განადგურების გეგმაზე საუბრობს. მე ვანახე მას ეს ვიდეო და ამის გამო წავიდა. მე საკუთარი სიტყვა დავიცავი და არსად გამომიქვეყნებია ეს ვიდეო, პირიქით, 50 000-ლარიანი პრემიით გავაცილე ნინო შუბლაძე სამსახურიდან" - განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, შუბლაძეს ის შეუთანხმდა, რომ წასულიყო არხიდან და ვიდეოს არ გამოაქვეყნებდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა