თეგებით ძიება
21. 08. 2019 News-ები

"არაფერია უფრო მძიმე ვიდრე შენი მიტოვება ..." - დავით ქაშიაშვილმა "რუსთავი2" დატოვა

"რუსთავი2"-ს დავით ქაშიაშვილიც ტოვებს - ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს:

"ვზივარ აივანზე მწვანე სავარძელში და ცერა თითის ბალიშებით ვწერ, ვშლი..
ხან ვწერ და ხან ვშლი, ვწერ და ვშლი, ვშლი და ვწერ.
არაფერია უფრო მძიმე ვიდრე შენი მიტოვება ჩემო ძმობილო " - წერს დავით ქაშიაშვილი.
შეგახსენებთ, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გუშინ არხიდან ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ლაფერაშვილი გაუშვა.

გუშინვე კურიერის ბოლო გამოშვება გავიდა. ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა