თეგებით ძიება
21. 08. 2019 News-ები

"ჰკითხეთ ნებისმიერ მენეჯერს, თუ გააჩერებს ასეთ ადამიანებს"- ვოლსკი რ2-დან ჟურნალისტების გაშვებას გამოეხმაურა

ტელეკომპანია რუსთავი2-ში განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა. გია ვოლსკის თქმით, იმ პირების მიმართ, რომელთა მიზანი კომპანიის დანგრევაა ყველა მენეჯერი მსგავს სიტუაციაში ანალოგიურად მოიქცეოდა.

"თუ სამართლებრივი მიმართულება არსებობს, უნდა მიმართონ, მაგრამ კითხვის დასმა, რატომ ითხოვს ახალი მენეჯმენტი იმ ადამიანების გაშვებას, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ბრძოლაში მიჰყვებიან ნიკა გვარამიას, რომელიც თავის მხრივ ამბობს, რომ "რუსთავი 2" არის მისი მთავარი სამიზნე და უნდა დაანგრიოს, ამაში ვინც მიჰყვება მას, ჰკითხეთ ნებისმიერ მენეჯერს, თუ გააჩერებს ადამიანებს ასეთ დროს. მე არ ვთვლი, რომ "რუსთავი 2" საინფორმაციო საშუალებაა, ეს არის პარტიული ტელევიზია." - განაცხადა ვოლსკიმ.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა