ქართველი ლეგიონერების ამბები ევროპა ლიგიდან
ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრები დასრულდა.
ევროპულ სტადიონებზე გამართულ მატჩებში მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელებმაც მიიღეს.
ლიეტუვაში ადგილობრივ “სუდუვასთან” ლაშა დვალი “ფერენცვაროში” დაზავდა.
ბალტიისპირული და
უნგრული კლუბები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.
საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.
ასევე უგოლო ფრე დაფიქსირდა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ შეხვედრაში.
“ლეგიამ” შოტლანდიურ “რეინჯერსთან” ვერ მოიგო და ყველაფერი განმეორებით ბრიტანულ ორთაბრძოლაში გადაწყდება.
მასპინძელთა რიგებში ვაკო გვილია სასტარტო შემადგენლობაში იყო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გლაზგოელების წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა.
ბელგიაში გამართულ მატჩში, სადაც “გენტი” ხორვატულ “რიეკას” დაუპირისპირდა მონაწილეობა ქართველ ფეხბურთელებს გიორგი ჩაკვეტაძეს და გიორგი ქვილითაიას არ მიუღიათ.
ისინი განაცხადს მიღმს დარჩნენ.
“გენტმა” კი ბალკანური გუნდი 2-1 დაამარცხა
ბარსელონაში “ესპანიოლმა” უკრაინული კლუბ ლუგანსკის ,,ზარიას”
3-1 სძლია.
უკრაინული გუნდის შემადგენლობაში თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი დმიტრო ივანისენია იმყოფებოდა. იგი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ლევან არველაძემ შეცვალა.
არველაძის გარდა ლუგანსკელთა შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართული წარმოშობის ფეხბურთელი ზაურ მახარაძე ირიცხება. “ზარიას” მეკარე ამჯერად სათასარიგო სკამზე დარჩა.
პორტუგალიაში “ბრაგამ” მოსკოვის ,,სპარტაკს” მინიმალური სხვაობით 1-0 მოუგო.
რუსული “სახალხო” გუნდის სათადარიგო სკამზე ჯანო ანანიძე იჯდა. მას მოედანზე გამოსვლა არ მოუწია
წყარო: sporter.ge