მოამზადეთ უგემრიელესი, კრაკოვული დესერტი ხაჭოთი!
დაგჭირდებათ:
• 1 კგ. ხაჭო
• 1 ც. კვერცხი
• 8 ც. კვერცხის ცილა
• 8 ც. კვერცხის გული
• 225 გრ. კარაქი
• 375 გრ. შაქრის პუდრა
• 2 გრ. ვანილი
• 3 ს. კ სახამებელი
• 100 გრ. ქიშმიში
• 250 გრ. ფქვილი
• 1 მწიკვი მარილი
მომზადება:
1. 125 გრ. დარბილებული კარაქი შეურიეთ 125 გრ. შაქრის პუდრთან. დაუმატეთ 1 ც. კვერცხი, ვანილი და კარგად გათქვიფეთ. ჩააცერით ფქვილი და მოზილეთ ცომი.
2. მოჭერით ცომის ნახევარზე ცოტათი მეტი და გააბრტყელეთ. მოათავსეთ ის პერგამენტიან საცხობ ჭურჭელზე და შედგით მაცივარში ნახევარი საათით. ნახევარი საათის შემდეგ კი შედგით 180 გრადუს ცელსიუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 12-15 წუთით.
3. მოამზადეთ შიგთავსი: გაატარეთ ხაჭო ცხრილში და ათქვიფეთ ბლენდერში, რომ მიიღოთ ფაფუკი მასა.
4. შემდეგ კი გათქვიფეთ დარჩენილი დარბილებული კარაქი 200 გრამ შაქრის პუდრთან.თქვეფისას თანდათანობით ჩაუმატეთ კვერცხის გული და კოვზით ხაჭო, მანამ, სანამ მთლიანად არ შეათქვეფთ ამ მასებს ერთმანეთში.
5. გათქვიფეთ კვერცხის ცილა მწიკვს მარილთან ერთად.დაუამტეთ 50 გრ. შაქრის პუდრა და თქვიფეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ სქელი ქაფის მსგავს მასას. ჩაუმატეთ ქიშმიშ და სახამებელი.
6. ცილისა და ხაჭოს ორი გათქვეფილი მასა ფრთხილად გადაურიეთ ერთმანეთს.
7. უკვე გამომცხვარ ცომს წაუსვით უკვე მომზადებული შიგთავსი. მორჩენილი ცომი კი გააბრტყენეთ, დაჭერით ზოლებად და მოათავსეთ შიგთავსის თავზე ბადის ფორმით.
8. აცხვეთ დესერტი 180 გრადუს ცელსიუსზე 50 წუთის განმავლობაში.შემდეგ გამორთეთ ღუმელი, გააღეთ კარი და ასე დაასვენეთ დესერტი 1 საათის განმავლობაში.