თეგებით ძიება
23. 08. 2019 სპორტი

რიბერიმ გაამხილა, რომელ წლამდე აპირებს ფეხბურთის თამაშს

"ფიორენტინას" ფრანგი ნახევარმცველი ფრენკ რიბერი ჯერ საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ აპირებს.

12-წლიანი მიუნხენური კარიერის შემდეგ მან "ბაიერნი" დატოვა და "ფიორენტინას" შეუერთდა.

"ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, ევროპაში დარჩენა მსურდა და გამიმართლა, რომ "ფიორენტინას" ვარიანტი გამოჩნდა. იმედი მაქვს, ფრანჩესკო ტოტის მსგავსად, ფეხბურთს 40 წლამდე ვითამაშებ," - განაცხადა 36 წლის რიბერიმ.


ფრენკ რიბერის დებიუტი ახალ გუნდში 24 აგვისტოს შედგება. "ფიორენტინა" სერია ა-ს პირველ ტურში "ნაპოლის" შეხვდება.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა