თეგებით ძიება

მოამზადეთ სადილად უგემრიელესი გუფთა, ყაბაყით! ძალიან მარტივია...

დაგჭირდებათ:

• 600 გრ. საქონლის ფარში

• 2 ც. ყაბაყი

• 2 ც. კვერცხი

• 1 ც. ხახვი

• 3 კბილი ნიორი

• 2 ს. კ ტომატის პასტა

• 3 ს. კ საფანელი

• 0,5 ჩ. კ პიტნა

• 0,5 ჩ. კ ბაზილიკი

• მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადება:

1. გარეცხეთ ყაბაყი, გათალეთ თხლად და გახეხეთ. გადაწურეთ და გააცალკევეთ ბოსტნეული იმ წვენისგან, რომელსაც ის გახეხვის დროს გამოყოფს.

2. აურიეთ ფარში, ყაბაყი, დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, კვერცხი, საფანელი და ტომატის პასტა. დაუმატეთ გამომშრალი ბაზილიკი, პიტნა, მარილი და პილპილი.

3. საცხობ ჭურჭელზე მოათავსეთ ზეთიტ დამუშავებული პერგამენტი და დაალაგეთ მასზე ბურთის ფორმებად ფარშის მასა.

4. აცხვეთ 180 გრადუს ცელისუსზე 30 წუთის განმავლობაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა