თეგებით ძიება
27. 08. 2019 სპორტი

Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელები დაასახელა

ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა.

პირველ ადგილს შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი იკავებს. მან 93.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქედან, 7.4 მილიონი საპრიზო ფონდიდანაა, 86 მილიონი დოლარი კი ფედერერმა საქმიანობებითა და სპონსორების საშუალებით მიიღო.

მეორე ადგილს სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი 50.6 მილიონი დოლარით იკავებს, მესამე ადგილზე კი იაპონელი კეი ნიშიკორია, 27.3 მილიონი დოლარით. რაფაელ ნადალმა მეოთხე ადგილი დაიკავა, 35 მილიონი დოლარით.

ტოპ ხუთეულში ერთადერთი ქალი ჩოგბურთელი, სერენა ვილიამსი მოხვდა. ვილიამსმა 29.2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

როჯერ ფედერერი 14 წელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების სიაში ლიდერობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა