თეგებით ძიება

აი რომელი ორი ინგრედიენტისგან უნდა მოამზადოთ ბლინები! გამოდის ჯანსაღი და გემრიელი!

საუზმის დროს ბლინები არაჩვეულებრივი მიგნებაა. კომერციული ბლინები შეიცავს: შაქრის დიდ რაოდენობას, თეთრ ფქვილს, გლუტენს, ჰიდროჰენაზირებულ ცხიმებს. ბლინების გაკეთება უადვილესია, თუმცა ის ინგრედიენტები, რასაც ზემოთ არის ჩამოთვლილი, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ ორ ჯანსაღ ინგრედიენტს, რომელთა დახმარებით გემრიელ ბლინებს გააკეთებთ. ესენია: კვერცხი და ბანანი

აი რომელი ორი ინგრედიენტისგან უნდა მოამზადოთ ბლინები! გამოდის ჯანსაღი და გემრიელი!

რატომ კვერცხი!

საუზმისთვის კვერცხი არაჩვეულებრივი კომპონენტია, რომელიც ყოველდღე უნდა ჭამოთ. ის მდიდარია უამრავი ვიტამინით და მკვებავი ნივთიერებით:

• ვიტამინი A

• ვიტამინი B5

• ვიტამინი B12

• ვიტამინი B2

• ფოსფორი

• ფოლატი

• სელენი

ასევე კვერცხი მდიდარია პროტეინებითა და ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც გეხმარებათ დაიკლოთ წონაში. კვერცხი ასევე „კარგ“ ქოლესტერინს ზრდის. ეს გულის დაავადებებს ამცირებს.

რატომ ბანანი



აი რა მინერალები და ვიტამინებია ნაპოვნი ბანანში:

• კალიუმი

• ვიტამინი B6

• ვიტამინი C

• მაგნიუმი

• სპილენძი

• მანგანუმი

• დიეტური ნახშირწყლები

• პროტეინი

ბანანი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს შიმშილის გრძნობას. კალიუმი, რომელიც ბანანში გვხვდება, ამცირებს არტერიულ წნევას.

კვერცხისა და ბანანის ბლინის რეცეპტი

ინგრედიენტები:

• ½ ჭიქა მწიფე გასრესილი ბანანი.

• 2 კვერცხი

ინსტრუქცია

• აურიეთ კვერცხი და ბანანი კარგად.

• ამ მიქსის ¼ ტაფაზე მოათავსეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე. შემდეგ ამოაბრუნეთ და მეორე მხარეს მოამზადეთ. ( ეს ერთი ბლინი).

• გააგრძელეთ ამ წესითვე და გამოგივათ 4-5 ცალი ბლინი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა