რატატუი ქათმის ფილეთი - უმარტივესი და უგემრიელესი
ეს ძალიან სასარგებლო და ნაკლებკალორიული კერძი მოსამზადებლადაც უადვილესია. თანაც ნატურალური პროდუქტისგან მომზადებული ბალიში ხორცს არა მარტო გასტრონომიულ სრულყოფილებას შესძენს, არამედ ესთეტიკურსაც.
ინგრედიენტები:
ქათმის ფილე - 600 გრ
ბადრიჯანი - 1 ცალი
ყაბაყი - 1 ცალი
პამიდორი - 2 ცალი
ზეითუნის ზეთი - 5 ს/კ
ტიმიანი (ბეგქონდარა) – 0.5 ჩ/კ
ორეგანო - 1 ჩ/კ
ნივრის ფხვნილი - 1 ჩ/კ
მწარე წიწაკა - 10 გრ
ბაზილიკი - 1 ღერი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ქათმის ფილე და ბოსტნეული ცალ-ცალკე კარგად გარეცხეთ. ფილე დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, ბოსტნეული კი - მრგვლად. ფილე მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში და დააყარეთ ზემოჩამოთვლილი სანელებლები, დაღერღილი ჩილიც და ბაზილიკიც.
2. დაამატეთ ფილეს ცხიმი და აურიეთ. დამარინადებული ქათმის ხორცი გააჩერეთ 1 საათი. შესაბამის საცხობ ფორმაში ჩაალაგეთ ყაბაყი, პამიდორი, ფილე, ბადრიჯანი და გაიმეორეთ ამ თანმიმდევრობით, სანამ ფორმა არ შეივსება.
3. მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და შედგით ღუმელში ნახევარი საათით 190 გრადუსზე. სუფრასთან მიტანამდე შეგიძლიათ ბაზილიკის ფოთლებით მორთოთ.
ეს დიეტური კერძი წვნიანი ფილეთი და არომატული ბოსტნეულით არა მარტო ჩვეულებრივ საოჯახო ვახშამს, არამედ სადღესასწაულო სუფრასაც გაალამაზებს.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge