თეგებით ძიება

სპაგეტი ფრიკადელებით - გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი

ამ უგემრიელეს იტალიურ კერძს, სულ რაღაც, ნახევარი საათში მოამზადებთ და თანაც ყველა ინგრედიენტი ადვილად ხელმისაწვდომია.





ინგრედიენტები:

ღორის ხორცის ფარში - 400 გრ
სპაგეტი - 250 გრ
სტაფილო - 1 ცალი
ხახვი - 1 ცალი
ტომატპასტა - 1 სკ
არაჟანი - 3 ს/კ
მაგარი ყველი - 50 გრ
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით


მომზადების წესი:


1. ოდნავ მარილიან წყალში მოხარშეთ სპაგეტი ისე, რომ ბოლომდე მომზადებული არ იყოს. გადმოყარეთ საწურზე და დააცადეთ ბოლომდე დაწრეტა.



2. ხახვი დაჭერით წვრილად, სტაფილო კი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე გაოქროსფერებამდე.



3. ფარშს მოაყარეთ სანელებლები, გააკეთეთ პატარა ტიფტელები და ჩაყარეთ მოთუშულ ბოსტნეულში. აკურატულად მოურიეთ და კიდე 15 წუთით დატოვეთ დაბალ ცეცხლზე.



4. სპაგეტიც ფრიკადელებთან გადაიტანეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით არაჟანში გახსნილი ტომატპასტა და თავდახურულ ტაფაში დაბალ ცეცხლზე გააგრძელეთ მისი მოთუშვა კიდევ 10-15 წუთი.


ცხელ სპაგეტის მოაყარეთ გახეხილი ყველი და, სურვილისამებრ, დაჭრილი მწვანილი.


გემრიელად მიირთვით!








წყარო:funtime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა