მოამზადეთ ვაშლის დესერტი მარტივად! ძალიან მოგეწონებათ...
ეს უჩვეულო და გემრიელი დესერტი ვაშლიგან მზადდება და ძალიან გემრიელია... მას ხშირად მშრალ მურაბასაც უწოდებენ...
დაგჭირდებათ:
• 1 კგ. ვაშლი
• 300 გრ. შაქარი
• 1 ს. კ დარიჩინი
• 1 ჩ. კ ლიმონმჟავა
მომზადება:
1. ამ დესერტისთვის საჭიროა ტკბილ-მწარე ან უბრალოდ ტკბილი ვაშლის არჩევა. დაჭერით ვაშლი თხლად და მჭიდროდ მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე. მოაყარეთ დარიჩნი, შაქარი და ლიმონმჟავა.
2. მოათავსეთ ვაშლიანი ჭურჭელი წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუს ცელსიუსზე, 25 წუთით. შემდეგ გადმოაწყვეთ მშრალი ვაშლის ნაჭრები ცალკე პერგამენტზე და დატოვეთ ასე 2-3 დღის განმავლობაში, რომ კარგად გამოშრეს.