თეგებით ძიება

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კოტლეტები ამ ყველასთვის ნაცნობი ინგრედიენტის დამატებით?

ბევრ დიასახლისს პატარა ხერხი აქვს ხორცის მომზადებასთან დაკავშირებით. ისინი მის დასარბილებლად მდოგვს იყენებენ. მარინარდს თუ ერთ კოვზ მდოგვის ფხვნილს ან თესლს დაუმატებთ, საჭმელი უკვე მზად იქნება. რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი ხერხი არ არის ხორცის გასაგემრიელებლად.

მდოგვის დამატება კოტლეტის გემოსაც შეცვლის… უკეთესისკენ. ეს უკანასკნელი გამოდის რბილი, გემრიელი და

არომატული.

ინგრედიენტები:

კარტოფილი – 3 ცალი

პური – 150 გრამი

საქონლის ხორცი – 500 გრამი

რძე – 0.5 ჭიქა

მარილი – გემოვნებით

წყალი 3 ს/კ

ღორის ფარში – 500 გრამი

ხახვი – 3 ცალი

კვერცხი – 1 ცალი

მდოგვი – 1 ს/კ

შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადება

1. აურიეთ ორივე სახის ხორცი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი (ან ბლენდერში გატარებული ხახვი) და გახეხილი კარტოფილი.

2. პური რძეში ჩაალბეთ და ცოტა ხანი მოიცადეთ, რომ გაფუვდეს. დაუმატეთ ის ფარშს რძესთან ერთად.

3. დაუმატეთ კვერცხი, მდოგვი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.

4. კოტლეტებს ფორმა მიეცით და გაცხელებულ ტაფაზე მოათავსეთ. შეწვით ერთი მხრიდან, ამოაბრუნეთ, დაუწიეთ ცეცხლს, დაამატეთ წყალი და თავსახური დაახურეთ. 20 წუთის შემდეგ უგემრიელესი კოტლეტები მზად იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა