თეგებით ძიება

მიირთვით უგემრიელესი დესერტი - გამომცხვარი ვაშლი ნაყინით!

მოამზადეთ ვაშლის უგემრიელესი დესერტი მარტივი რეცეპტით! ამისთვის განსაკუთრებული ინრედიენტები არ გჭირდებათ...

p>დაგჭირდებათ:

• 8ც. ვაშლი

• 4 ს. კ კარაქი

• 1/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი

• 1/2 ჩ. კ დარიჩინი

ტოპინგისთვის დაჭირდებათ:

• 1/2 ჭიქა ფქვილი

• 1/4 ჭიქა შვრიის ფანტელი

• 1/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი

• 1/4 ჭიქა შაქარი

• 1/4 ჩ. კ მარილი

• 1/2 ჩ. კ დარიჩინი

• 4 ს. კ ცივი, კუბებად დაჭრილი კარაქი


მომზადება:

1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუს ცელსიუსზე.

2. პირველ რიგში მოამზადეთ ტოპინგი. საშუალო ჯამში აურიეთ ფქვილი, შვრიის ფანტელი, ყავისფერი შაქარი, შაქარი, მარილი და დარიჩინი. ჩაყარეთ კუბებად დაჭრილი კარაქი და ხელით მოზილეთ, ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა.

3. გათალეთ და დაჭერით 4 ც. ვაშლი. მოთუშეთ საშუალო ზომის ჭურჭელში კუბებად დაჭრილი ვაშლი, კარაქი, ყავისფერი შაქარი და დარიჩინი 8-10 წუთის განმავლობაში, მანამ სანამ ვაშლი არ დარბილდება. გადმოდგით ცეცხლიდან .

4. მოაჭერით დარჩენილ 4 ვაშლს ზედა, ყუნწის ნაწილი და კოვზით ამოიღეთ შიგთავსი, ისე, რომ ვაშლის ჭიქა მიიღოთ. მოათავსეთ ამ “ჭიქაში” მოთუშული ვაშლი, და მოაყარეთ დიდი რაოდენობით ტოპინგი.

5. აცხვეთ საცხობ ქაღალდზე მოტავსებული ვაშლები 10-15 წუთის განმავლობაში, მიირთვით თბილი, ნაყინთან ერთად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა