თეგებით ძიება

როგორ მოვამზადოთ რახათ-ლუხუმი სახლის პირობებში? გამოდის გემრიელი, რბილი და ნოყიერი!

ვგიჟდები აღმოსავლურ ტკბილეულობაზე. რბილი, ფუმფულა, არომატული, ტკბილი – არაჩვეულებრივია.

რახათ-ლუხუმი თურქულიდან ითარგმნება, როგორც „სანუგეშო ნაწილები“. დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა მოამზადოთ ხილის რახათ-ლუხუმი კაკალთან ერთად.


ინგრედიენტები:

• 1 ჭიქა შაქარი

• 2 ჭიქა წყალი

• 100 გრამი გასუფთავებული კაკალი

• ცოტაოდენი ვანილის შაქარი

• 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი

• წვნიანი კენკრა ან ხილი ყუნწის გარეშე (მარწყვის, ჟოლოს, ქლიავი, გარგარი)

• 1 ჭიქა სიმინდის სახამებელი

მომზადება:

1. ხილი დააბლენდერეთ.

2. ხილის პიურეს 1/3-ს დაუმატეთ ვანილის შაქარი და 1 ჭიქა წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე.

3. დარჩენილ პიურეს შეურიეთ სახამებელი და 1 ჭიქა წყალი. დაუმატეთ ეს იმ ნარევს, რომელიც ცეცხლზე გიდგათ. აურიეთ, ხარშეთ 2-3 წუთი. სიმინდის სახამებელი კარტოფილითაც შეგიძლიათ შეცვალოთ.

4. გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კაკალი.

5. საჭმლის შესაფუთს მართკუთხედის ფორმა მიეცით, მასში თანაბრად გადაანაწილეთ მასა. 8 საათი გააჩერეთ, სპეციალური ფორმით დაჭერით კუბიკებად. შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა