მოამზადეთ კარტოფილის ბრაწულა ქათმით! მარტივი და გემრიელია...
დაგჭირდებათ:
• 400 გრ. კარტოფილი
• 200 გრ. ქათამი
• 125 გრ. ხახვი
• 125 გრ. გამდნარი კარაქი
• 230 გრ. ყველი
• 450 მლ. არაჟანი
• მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
1. აიღეთ საცხობი ჭურჭელი და მოათავსეთ მასში პირველ ფენად გახეხილი მოხარშული კარტოფილი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. (შეგიძლიათ მოასხათ ლიმონის წვენიც, რომ კარტოფილმა ფერი არ შეიცვალოს)
2. ცალკე ჯამში აურიეთ მოხარშული ქათმის კუბებად დაჭრილი ხორცი, არაჟანი, გამდნარი კარაქი და წვრილად დაჭრილი ხახვი. მოათავსეთ და გადაანაწილეთ მიღებული მასა კარტოფილზე.
3. მოაყარეთ კერძს გახეხილი ყველი. აცხვეთ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში.