უგემრიელესი და მარტივი, რულეტი 15 წუთში
საჭირო მასალა:
3 კვერცხი;
3 ს/კ შაქარი;
1 ს/კ ცივი წყალი;
1 სავსე ჩ/კ თაფლი;
5 სავსე ს/კ ფქვილი;
დაახლოებით ნახევარი ჭიქა ნებისმიერი ხილის ჯემი.
მომზადების წესი:
3 კვერცხის ცილას დავამატოთ 1 ს/კ ცივი წყალი და გავთქვიფოთ კარგად, ნელ-ნელა დავამატოთ 3 ს/კ შაქარი,შემდეგ კვერცხის გულები,1 ჩ/კ თაფლი და ბოლოს ხის კოვზით ფრთხილად შევურიოთ 5 ს/კ ფქვილი.
საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი,წავუსვათ ცოტა ცხიმი და მასზე მოვათავსოთ ცომის მასა, გადავასწოროთ ზედაპირი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე.
დაახლოებით 10 წუთში გამომცხვარია.
გამომცხვარ ბისკვიტს თავზე დავაფაროთ სველი ტილო და გადმოვაბრუნოთ ფრთხილად. ავაცალოთ საცხობი ქაღალდი და გადავუსვათ თხლად ნებისმიერი ხილის ჯემი. შემდეგ ტილოს დახმარებით გადავახვიოთ რულეტივით.
თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.
რეცეპტის ავტორი: ანა კოსტავა