გემრიელი კოტლეტის მომზადების საიდუმლო! ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ...
გაიგეთ როგორ უნდა მოამზადოთ ყველასთვის საყვარელი, ტრადიციული სადილი - კოტლეტი გემრიელად და მარტივად.
1. გამოიყენეთ მხოლოდ შინ მომზადებული ფარში. უმჯობესია მხოლოდ ორი სახის ფარში აურიოთ ერთმანეთს: საქონლისა და ღორის ან ინდაურისა და ცხვრის.
2. იმისთვის, რომ კოტლეტებს უკეთესი გემო ჰქონდეთ, დაუმატეთ ფარშს წვრილად დაჭრილი ხახვი. სასურველია ხორცში ჩამატებამდე ხახვი ოდნავ მოითუშოს და გაგრილდეს.
3. იმისთვის, რომ კოტლეტი რბილი გამოვიდეს, ყველა გამოცდილმა დიასახლისმა იცის, რომ მას თეთრი პურის გული უნდა დაუმატოს. თუმცა, გირჩევთ, რომ პურის გული შეცვალოთ ნებისმიერი ბოსტნეულით: კომბოსტოთი, კარტოფილით, სტაფილოთი. შედეგად ძალიან გემრიელ და რბილ კოტლეტებს მიიღებთ.
4. გამოცდილი დიასახლისები კოტლეტის ფარშს ყინულის ნატეხებსაც უმატებენ. ასე ინგრედიენტები უკეთ ერევა ერთმანეთს. სწრაფად მიეცით ფარშს კოტლეტის ფორმა და მოათავსეთ პირდაპირ ტაფაზე. როცა ყინული გალღვება მის ადგილს ჰაერი დაიკავებს და კერძიც უფრო მსუბუქი და გემრიელი გამოვა.
5. იმისთვის, რომ კოტლეტები კიდევ უფრო გემრიელი გამოვიდეს, შეგიძლიათ თითოეული კოტლეტის შუაში მოათავსოთ კარაქი უმნიშვნელო რაოდენობით.
6. შეწვით კოტლეტები მზესუმზირის ზეთში ან კარაქში. თავიდან მაღალ ცეცხლზე, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ დაუწიეთ და შეწვით კოტლეტები საშუალო ცეცხლზე.
7. ამოავლეთ კოტლეტები შეწვამდე კვერცხის ცილაში, ასე კოტლეტები უფრო გემრიელი და წვნიანი გამოვა.