თეგებით ძიება
18. 09. 2019 News-ები

ლარი ისევ გაუფასურდა - ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 სექტემბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9691 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.9626 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0065-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2797 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2657 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0140-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.6989 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6745 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0244-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5224 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5171 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0053-ით გაუფასურდა.












წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა