თეგებით ძიება
11. 10. 2019 News-ები

მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა დღეს გრძელდება.

როგორც ბრალებულის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა არცერთი მოწმეს, რომელიც უკვე დაიკითხა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

„მიმდინარეობს ბრალდების მოწმეთა მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდების მხარე დღესაც 3-4 მოწმეს წარადგენს და დაკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებით, დაახლოებით 28 მოწმეა დაკითხული და შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ დღემდე დაკითხული მოწმეების ჩვენებები არ ადასტურებს შერაცხული ბრალის რაიმე ინფორმაციასაც კი. ბრალდება, ფაქტობრივად გამოკვეთილია, რომ ეცადა შეესრულებინა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დავალება იმის თაობაზე, რომ შეექმნა ლეგენდა, თითქოს ხორავას ქუჩაზე კონფლიქტისას კალანდიამ ჯიბეში ჩაიყო ხელი. ამ ეპიზოდის მადასტურებელმა მოწმეებმა გარკვეული ტრენინგები გაიარეს გენერალურ პროკურატურაში და დაცვის კითხვებზე ბევრმა მათგანმა ვერ უპასუხა, ხოლო დასახელებული ექვსი მოწმიდან სამმა საერთოდ უარყო, დანარჩენმა სამმა მოწმემ კი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს, რითაც პროკურატურა ეცადა შეექმნა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ კალანდიამ ჯიბეში ჩაიყო ხელი კონფლიქტისას" - აღნიშნა ადვოკატმა.















წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა