თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

"გვცემდნენ, ბორკილდადებულებს გვაწამებდნენ , სექსუალურად ძალადობდნენ" - სკოლის მოსწავლეები შემაძრწუნებელ ისტორიებს იხსენებენ (ვიდეო)

ნიგერიაში პოლიციამ 67 ადამიანი გაათავისუფლა სკოლა-ინტერნატიდან, სადაც მოსწავლეებს აწამებდნენ და უმძიმეს პირობებში აიძულებდნენ ცხოვრებას,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებაში 7-იდან 40 წლამდე ასაკის მამაკაცებს არადამიანურ ეპყრობოდნენ- მუდმივად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და აშიმშილებდნენ.

წამებული მოსაწავლეები აცხადებენ, რომ ისინი არაერთხელ გამხდარან ზედამხდველთა მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მათ ყოველ დილით ცემდნენ ჯაჭვებით, დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდნენ საჭმელსა და წყალს.

სასწავლებელში 300-მდე მოსწავლე ირიცხებოდა, თუმცა მათ მოახერხეს პოლიციის მოსვლამდე გაქცევა . სამართალდამცავთა ინფორმაციით, მასწავლებლები და სკოლის მფლობელი დააკავეს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა