თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

5 მიზეზი, თუ რატომაა სასარგებლო მასტურბაცია

არც ერთი ქმედების შესახებ არ არსებობს იმდენი მითი, როგორც მასტურბაციაზე.
ამბობენ, რომ ეს ანადგურებს პირად ურთიერთობებს, თუმცა სექსოლოგთა ნაწილი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. არიან ისეთებიც, ვინც თვლის რომ მასტურბაცია საკუთარი თავის სიყვარულის გამოხატვის საშუალებაა.

სინამდვილეში კი, ამ აქტის სამედიცინო განმარტება ასეთია:

მასტურბაცია (ონანიზმი) - ეს არის თვითსტიმულაცია ხელების საშუალებით, ან რაიმე სხვა ხერხით. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა და არაა დაკავშირებული ქალის ან მამაკაცის გარყვნილებასთან. განსაკუთრებით მას სექსუალურად ჩამოყალიბების პერიოდში მიმართავენ, თუმცა ხშირად მასტურბირებენ ზრდასრულებიც, რაც აშშ-ში ჩატარებული
გამოკითხვებიდანაც ჩანს. არიან ისეთებიც, ვინც საერთოდ არ მასტურბირებს და ესეც ნორმალურია.
ექიმები დაუფარავად საუბრობენ მასტურბაციის სასარგებლო თვისებებზე და განმარტავენ, რომ ეს პროცესი არ უნდა უქმნიდეს დისკომფორტს პარტნიორებს. ეს არ ნიშნავს, რომ თუ მამაკაცი მასტურბირებს, მას ვერ აკმაყოფილებს მისი სექსუალური პარტნიორი ან პირიქით.

გთავაზობთ მასტურბაციის 5 სასარგებლო თვისებას


1. გეხმარებათ უძილობის დაძლევაში

მათ ვისაც ინსომნია აწუხებს, აუცილებლად სჭირდებათ განტვირთვა, ორგანიზმის მოდუნება და გათავისუფლება დაძაბულობისგან. მასტურბაციის დროს გამოყოფილი ნივთიერება - ენდორფინი კი სტრესისგან თავის დაღწევაში გეხმარებათ, არეგულირებს წნევასაც და სხეულიც ძილისთვის მზადაა.

2. საშვილოსნოდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის საშუალება

ქალებში გავრცელებულია საშარდე სისტემის პრობლემებია, თუმცა ეს ხშირად თავს მაშინვე არ იჩენს, რადგან მავნე ნივთიერებები, რომელიც ამის გამომწვევ მიზეზად ითვლება, საშვილოსნოს ყელში გროვდება. მასტურბაცია კი მათ გამოდევნას უწყობს ხელს.

3. უზრუნველყოფს კარგ სექსს

მასტურბაციის გზით ადამიანი ხვდება რა ანიჭებს სიამოვნებას და რა არა. ეს კი სამომავლოდ პარტნიორთან ურთიერთობაში ეხმარება. ამ გამოცდილებით სექსი უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო ხდება.



4. ამცირებს ტკივილის შეგრძნებას

მასტურბაციას ხშირად მიმართავენ ქალები მენსტრუაციული ტკივილების შესამცირებლად. ეს საუკეთესო გზაა ამ და სხვა სახის აუტანელ ტკივილებთან, როცა არც წამალი გშველით და არც სხვა რამ.

5. აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და გიხსნით დეპრესიისგან

კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებიც ხშირად მასტურბირებენ იმუნოგლობულინის А დონე მაღალი აქვთ.

წყარო:marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა