სოკოს სუფლე-ჟულიენი
ინგრედიენტები
ქამა სოკო - 300 გ
ყველი (მაგარი სახეობის) - 120 გ
ხახვი - 2 თავი
ზეთი - შესაწვავად
მარილი და პილპილი - გემოვნებით
სუფლე:
არაჟანი 20% - 100 გ
კვერცხი - 2 ცალი
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
დაჭერით და მოხარაკეთ სოკო ხახვთან ერთად ზეთში. გააცივეთ.
გადაიტანეთ ჟულიენის ფორმებში, ან ღრმა გამოსაცხობ ფორმაში მოხრაკული სოკო, მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოასხით სუფლე.
სუფლე კი მოამზადეთ შემდეგნაირა: ათავიფეთ კვერცხის გული, მარილი და არაჟანი. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ორივე მასა შეურიეთ ერთმანეთში.
აცხვეთ ჟულიენი 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:marao.ge