თაობებით ნაცადი, ყველაზე მარტივი ტორტის რეცეპტი
ყველაზე მარტივი და გემრიელი ტორტი, რომელიც ყველაზე გამოუცდელ დიასახლისსაც გამოუვა.
ინგრედიენტები
ბისკვიტისთვის:
ფქვილი - 1 ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა
კვერცხი - 5 ცალი
სოდა ან გამაფხვიერებელი - 1 ჩაის კოვი
ვანილი
კრემისთვის :
კვერცხი - 1 ცალი
რძე - 1 ჭიქა
ფქვილი - 2,5 სუფის კოვზი
შაქარი - 1/2 ჭიქა
კარაქი - 50 გ
მინანქრისთვის :
კარაქი - 50 გ
შაქარი - 4 სუფრის კოვზი
არაჟანი - 4 სუფრის კოვზი
კაკაო - 3 სუფრის კოვზი
ვანილი
მომზადების წესები
თავდაპირველად ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და კვლავ ათქვიფეთ.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი ან მარგარინი.
შედგით ბისკვიტი დაახლოებით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ერთი საათი აცხვეთ.
მანამდე კი მოამზადეთ კრემი. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, რძე და ფქვილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ კრემი და თან შეუჩერებლად ურიეთ, სანამ არ გასქელდება. როცა კრემი მომზადდება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ კარაქი, კარგად აურიეთ და გააციეთ.
სანამ ბისკვიტი ჯერ კიდევ ცხვება, მოამზადეთ მინანქარიც. პატარა ქვაბში ჩააგდეთ კარაქი და დადგით დაბალ ცეცხლზე, გაადნეთ. დაუმატეთ კაკაო, შაქარი, ვანილი და არაჟანი. შეუჩერებლად ურიეთ, სანამ შაქარი კარგად არ გადნება. მინანქარი ადუღებამდე უნდა მიიყვანოთ.
ბისკვიტი რომ გამოცხვება, გააგრილეთ და გაჭერით შუაზე. ერთ ნახევარზე თანაბრად წაუსვით კრემი, დააფარეთ მეორე ნაწილი და ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი.
ტორტი დაჭრამდე 3 საათით მაცივარში მოათავსეთ.
წყარო:gemrielia.ge