თეგებით ძიება
22. 10. 2019 News-ები

მამკაცს თავი ომში ეგონა და ორსულ შეყვარებულს 8-ჯერ ესროლა

44 წლის მამაკაცმა ფეხმძიმე შეყვარებულის მკვლელობის შემდეგ სასამართლოს განუცხადა, რომ იგი „მეომრის რეჟიმში“ იმყოფებოდა შემთხვევის დროს და ამიტომ განახორციელა გასროლა გოგონას მიმართულებით,- ინფორმაციას INDEPENDENT-ი ავრცელებს.

მარკიტ ლოიდის განცხადებით, მან მსხვერპლს 8-ჯერ ესროლა, რადგან ცეცხლსასროლი იარაღის ხელში დაჭერის მომენტში ეგონა რომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფებოდა.

24 წლის სეიდ დიქსონმა ყოფილ შეყვარებულს დაშორების შემდეგ გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება, სადაც ეუბნებოდა მკვლელს- ნუ ექნებოდა მოლოდონი, რომ იგი ბავშვს გააჩენდა. დამნაშავის განცხადებით, მან ამ წერილით ჩათვალა, რომ სეიდს განზრახული ჰქონდა აბორტის გაკეთება. იგი მივიდა ყოფილი შეყვარებულის სახლში 2016 წლის 13 დეკემბერს, რათა გადაერწმუნებინა დიქსონი აბორტის გაკეთებაზე.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი საუბარი კამათში გადაიზარდა, რა დროსაც მამაკაცმა იარაღი ამოიღო და 8-ჯერ გაისროლა გოგონას მიმართულებით. აღნიშნული შემთხვევის დროს დიქსონის ძმა სახლიდან გამოვიდა სიტუაციის გასარკვევად, თუმცა მასაც ესროლა 44 წლის ლოიდმა, რა დროსაც გარდაცვლილის ძმა დაიჭრა, თუმცა ჭრილობები სასიკვდილო არ აღმოჩნდა.

პატიმრობაში მყოფი მამაკაცი ამერიკის სასამრთლოს გადაწყვეტილებით სიკვდილმისჯილთა სიაშია და იგი ამ დრომდე ელოდება განაჩენის სისრულეში მოყვანას.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა