თბილისში, ქვეითად მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.