თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

ჩილეში საპროტესტო აქციების დაშლის შედეგად 200-მა ადამიანმა თვალი დაკარგა

ჩილეში პროტესტის დაწყებიდან დღემდე 200 ადამიანი დაბრმავდა უსაფრთხოების სამსახურის წევრების მხრიდან ნასროლი საფანტის ბურთულების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომიტინგეებს დამიზნებით ესროდნენ სახის არეში. ინფორმაციას DEUTCHE WELLE ავრცელებს.

სტატისტიკური მონაცემების შედეგად ცხადი ხდება, რომ დაშავებულთა საშუალო ასაკი 30 წელს წარმოადგენს. უმრავლეს შემთხვევაში დაშავებულთა მძიმე მდგომარეობა განპირობებული იყო რეზინისა და საფანტის ტყვიების შედეგად.

„ჩვენ რეალური სამედიცინო კრიზისის წინაშე ვიმყოფებით, უკანასკნელ პერიოდში უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პოლიცია პირდაპირ სახეში ესროდა მომიტინგეებს“ ,- განაცხადა ექიმმა პატრისიო მესამ.

ჩილეში საპროტესტო აქციები ერთ თვეზე მეტია რაც იმართება. სამთავრობო ძალები მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებდა. ქვეყანაში არეულობებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა