თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

რას ამბობდა ნინო წილოსანი 4 თვის წინ, რომელიც დღეს პროპორციულ სისტემას "პრინციპულად" ეწინააღმდეგება

"თუ ვინმეს გონია, რომ ჩემი გადაწყვეტილების გამო მრცხვენია, ან უკან ვიხევ, - არა"- აცხადებს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი, რომელიც იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც გუშინ ისტორიული კენჭისყრა ჩააგდო.
არადა წილოსანი 24 ივნისს, როცა ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, იივე დეპუტატი, გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებდა.

პარლამენტარმა რამდენიმე წუთის წინ, ავტომობილიდან ვიდეომიმართვაც გაავრცელა და შეეცადა იმის ახსნას, რატომ უჭერს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარებას მხარს. დეპუტატი ამბობდა, რომ ის მოსახლეობას ლანჩხუთში შეხვდებოდა და მის გადაწყვეტილებას სიღრმისეულად გააცნობდა, თუმცა ადგილზე მისულ დეპუტატს გაბრაზებული და მოტყუებული მოსახლეობა დახვდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა