თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

ვინც ხშირად რეცხავს ჭურჭელს, კარგ ხასიათზეა და სტრესი არ სტანჯავს

ადამიანების დიდ ნაწილისთვის ჭურჭლის რეცხვა ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო საქმეა, მაგრამ გირჩევთ, ეს საქმე შეიყვაროთ, რადგანაც ახალი კვლევის მიხედვით, ის გვეხმარება განტვირთვაში და დამღლელი დღის ბოლოს სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა.

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თუ დამღლელი დღის ბოლოს ჭურჭელს გარეცხავთ, სტრესისგან გათავისუფლდებით, გონებას დაასვენებთ, კარგ ხასიათზე დადგებით და თავს უფრო კარგად იგრძნობთ.

კვლევა ჟურნალ Mindfulness–ში გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ თუ გინდათ, სწრაფად და მარტივად გათავისუფლდეთ დაძაბულობისგან, ჭურჭელი ხშირად უნდა გარეცხოთ.

მეცნიერების თქმით, ჭურჭლის რეცხვით ადამიანები ისე თავისუფლდებიან სტრესისგან და დეპრესიისგან, რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ.

დამიანის განწყობაზე განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს ჭურჭლის სარეცხი საშუალების სუნი და წყლის ტემპერატურა.
მკვლევრების თქმით, განსაკუთრებულ სარგებელს ჭურჭლის რეცხვით მაშინ მიიღებთ, თუ მთლიანად კონცენტრირდებით ჭურჭლის რეცხვაზე და არაფერზე არ იფიქრებთ.

„ასეთ შემთხვევაში თქვენი გონებიდან ყოველგვარი ნეგატივი განიდევნება, პოზიტივით ივსებით, სასიამოვნო განცდა გაქვთ და თავს კარგად გრძნობთ“, - ნათქვამია კვლევის დასკვნაში.

წყარო: mshoblebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა