თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებს: "საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო"

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე რამდენიმე დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია.

ცნობილი ექიმის დაკავების დეტალებს სოციალურ ქსელში რატი ურუშაძე ავრცელებს.

,,როცა ვაჟა გაფრინდაშვილი (ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო? მან უპასუხა:რა საზღვარი? რის სახელმწიფო? სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო!მაგათი კანონით,თუ პირი შეგნებულად არღვევს ე.წ.საზღვარს,სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება.

ჰო,თარჯმანი მოითხოვა კიდევ,ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია,რუსულად არ დაგელაპარაკებითო!აი ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა”- წერს რატი ურუშაძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა