თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

9 მეთოდი იმისთვის, რომ აღარ იყოთ მორცხვები და უფრო გამბედავები გახდეთ

მორცხვ ადამიანებს უჭირთ გარშემომყოფებთან კომუნიკაცია, ახალი მეგობრების შეძენა და ხშირ შემთხვევაში, წარმატების მიღწევა. ვნახოთ რამდენიმე მარტივი მეთოდი იმისთვის, რომ აღარ იყოთ მორცხვები და უფრო გამბედავები გახდეთ.

1. დატოვეთ კომფორტის ზონა - მორცხვ ადამიანებს არ უყვართ სადმე წასვლა, კომფორტის ზონის დატოვება, მაგრამ როგორც კი დატოვებთ რუტინულ ყოველდღიურობას, ნახავთ, რომ ეს უფრო თავდაჯერებულ ადამიანად~გადაიქცევით.


2. იარეთ ხალხმრავალ ადგილებში, ჩაერთეთ სხვადასხვა აქტივობებში - ნუ იტყვით უარს წვეულებებზე. იქ ახალ ადამიანებს გაიცნობთ და ადამიანთა დიდი ჯგუფით აღმოჩნდებით გარშემორტყმული. უბრალოდ დატკბით მოცემული მომენტით, გაერთეთ და დაივიწყეთ სიმორცხვე.


3. ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ თქვენზე ისაუბრებენ და შესაძლოა, ამა თუ იმ ქმედების გამო განგსაჯონ კიდეც - ბევრი ადამიანი მორცხვია იმის გამო, რომ ეშინია საზოგადოების აზრის, ეშინია იმის, თუ რას იტყვის ხალხი. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ. გვერწმუნეთ, არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან, მთავარია თქვენ იყოთ ბედნიერი.


4. ყველას აჩვენეთ, თუ როგორი მომხიბვლელი ხართ - ყველა ადამიანი მომხიბვლელი და უნიკალურია. უბრალოდ, მორცხვი ადამიანები ხშირად ხელიდან უშვებენ შესაძლებლობას იმისას, რომ თავიანთი სილამაზე ყველას აჩვენონ, მხოლოდ იმიტომ, რომ მორცხვები არიან. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ იყოთ ბუნებრივები, გაუღიმეთ გარშემომყოფებს, თქვენ შესანიშნავი ხართ.


5. ნუ მოერიდებით ადამიანებთან კომუნიაციას - ნუ აარიდებთ თავს ხალხს, სწორედ ბერვ ადამიანთან ურთიერთობის შედეგად ვიღებთ ახალ შესაძლებლობებს. გახსოვდეთ ეს.


6. ერთი მეგობარი მაინც თუ გყავთ, ეცადეთ მისი საშუალებით შეხვდეთ ახალ ადამიანებს - მისი დახმარებით დაუმეგობრდით სხვებს და სამეგობრო წრე გააფართოვეთ. მეგობრის მეგობართან საერთო ენის გამონახვა უფრო მარტივია.


7. შემატეთ საკუთარ თავს ცოტაოდენი სიყალბე - მოაჩვენეთ თავი თითქოს სრულებით არ ხართ მორცხვი. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ, ეს მეთოდი წარმატებას მოგიტანთ.


8. სცადეთ რაიმე ახალი - სიმორცხვის დაძლევის საუკეთესო გზაა სცადოთ რაიმე ახალი, რაიმე ისეთი, რაც შესაძლოა გაშინებთ კიდეც. შედეგად, უფრო თავდაჯერებული გახდებით და თქვენში მცხოვრები მორცხვი ადამიანი სადღაც გაქრება.


9. ისაუბრეთ საკუთარ თავთან - გაივარჯიშეთ. ეს კომუნიკაციის უკეთ წარმართვაში დაგეხმარებათ და საკუთარ თავში დარმწუნებულები გახდებით.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა