თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი უნდა დაისაჯოს — პრემიერი ოცნების ოფისთან დაპირისპირებაზე

პრემიერი გიორგი გახარია 2 დეკემბრის ღამეს ქართული ოცნების ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე ამბობს, რომ ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

"განურჩევლად რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი", — უთხრა გახარიამ ჟურნალისტებს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე სუაბარი არაა და "სახელმწიფო ამას არ დაუშვებს".

"ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ესაა უაღრესად ემოციური ფონი. ეს გამოიწვია იმან, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტის ნაცვლად ქუჩაში მიმდინარეობს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც დღეს, შეიძლება, ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ ამ ხალხმა უნდა ააშენონ ეს ქვეყანა", — თქვა გახარიამ.


წყარო:On.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა