თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

ამოიყვანეთ პირსახოცებიდან ძველი ლაქები! ამისთვის გამოხარშვა არ დაგჭირდებათ!

თვალისმომჭრელად თეთრი პირსახოცები ლაქების გარეშე – ყველა ადამიანის ოცნებაა. ჩვენ გასწავლით ჭკვიანურ ხრიკს ამ ოცნების ასასრულებლად. ამის შემდეგ პირსახოცებს არც გამოხარშვა და არც სარეცხ მანქანაში გარეცხვა დაგჭირდებათ. მათზე უძველესი ლაქებიც აღარ დარჩება.

დაგჭირდებათ:

• ერთი სათლი წყალი

• 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი

• 2 ს/კ მშრალი გამათეთრებელი

• 0.5 ჭიქა სარეცხი ფხვნილი

• ჭუჭყიანი პირსახოცები

მომზადება:

1. აადუღეთ სათლში წყალი

2. მდუღარე წყალს დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი, მშრალი გამათეთრებელი, ასევე სარეცხი ფხვნილი.

3. კარგად აურიეთ ეს კომპონენტები და ამ ნარევში ჩადეთ პირსახოცები.

4. როცა წყალი გაცივდება, ამოიღეთ პირსახოცები და გაწურეთ. არანაირი ლაქა!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა