თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

"საჯარო მოხელეების მერ ჩადენილი ვანდალიზმი და უმოქმედო პოლიცია" - ენმ-ს ლიდერები ზუგდიდში დარბეულ ოფისში მივიდნენ

ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, რომელიც მმართველი პარტიის წევრებმა და მერიაში დასაქმებულებმა დაარბიეს პარტიის ლიდერები თბილისიდან ჩავიდნან.

ხელისუფლების ოპონენტები მომხდარს ვანდალიზმს უწოდებენ.

ხატია დეკანოიძისა და სალომე სამადასვილის შეფასებით, პოლიციამ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.

"გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ პოლიცია, რომელსაც შეტყობინება გადაგზავნილი ჰქონდა, რეალურად არაფერს აკეთებდა და რეაგირება არ ჰქონდა. ანუ პრაქტიკულად ჩაიდინა, სისხლის სამართლებრივი დანაშაული როდესაც მას დანაშაულის შემცველ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დარბევა "ქართულ ოცნებაში" დაიგეგმა.

ოპოზიცია ამბობს, რომ მათ აქვთ უტყუარი მასალა იმის დასადასტურებლად, რომ ოპოზციის წინააღმდეგ ოპერაციაში 50-მდე საჯარო მოხელე მონაწილეობდა. დეკანოიძის თქმითვე, ადგილობრივებმა ამოიცნეს გამგეობის თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები/წევრები.

"ამ ადამიანების წინააღმდეგ, არავითარი სისხლისამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დამგდარა. პრაქტიკულად, ჩვენ შეგვიძლია ვთქათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ აორგანიზებს ძალადობრივ ჯგუფებს და ამ ჯგუფებში შედიან ადგილობრბვი საჯარო მოხელეები, სააჩევნო კომისიის წევრები და რამდენიმე თავმდჯომარე და ეს ადამიანები მოდიან და ძალადობენ,“ - აცხადებს დეკანოიძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა