თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო

ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებული ორი ადამიანის, "რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორის ზურაბ იაშვილის წინა სასამართლო პროცესი გადაიდო.

ზურაბ იაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს საქმის მასალების გასაცნობად ვადა სთხოვა და სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლემ ადვოკატს ვადა 13 დეკემბრამდე მისცა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა, რომელიც გვარამიამ 9 სექტემბერს გადაიხადა.

6 სექტემბერს ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალი წარედგინა. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება. 1-ელ ნოემბერს პროკურატურამ გვარამიას ახალი ბრალდება 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილის ეპიზოდზე წარუდგინა

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა