თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

ცხენზე ამხედრებულმა კიმ ჩენ ინმა წმინდა მთა კიდევ ერთხელ დალაშქრა

თეთრ ცხენზე ამხედრებულმა კიმ ჩენ ინმა „წმინდა მთა“ პექტუსანი თავისი მთავრობის წევრებთან და ცოლთან ერთად დალაშქრა. კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მსგავსი ქმედებით ხალხში რევოლუციური სულისკვეთება ამაღლდება. ინფორმაციას ავრცელებს BBC.

ბოლო ორი თვის მანძილზე კიმ ჩენ ინი "წმინდა მთას" მეორედ ეწვია. პექტუსანზე ლაშქრობა დაემთხვა იმ პერიოდსაც, როდესაც ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ს ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიძაბა.

მთა პექტუსანს სიმბოლური დატვირთვა აქვს კორეის ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში. წმინდა მთა ჩრდილოეთი კორეის გერბზეც არის გამოსახული და კიმ ჩენ ინის მამის, კიმ ჩენ ირის სამშობლოდ მიიჩნევა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა