თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

"სიყვარულით ვიყავით სავსე... - არ მახსოვს, სადილი ან ვახშამი რომელზეც მხოლოდ, ოჯახის წევრები ვყოფილიყავით, სად გაქრა ეს ხალხი?"

მებაღე ზურა შევარდნაძე, რომელიც გერმანელ სტუმარს მასპინძლობს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს იმის შესახებ, თუ რას უპასუხებს გერმანელ სტუმარს კითხვაზე, რა შეიცვლა საქართველოში მისი ბავშვობის შემდეგ.

"გერმანელი სტუმარი მყავს, საინტერესო ადამიანია, ეთნოგრაფიითა გატაცებული… სულის მოთქმას არ მაცდის, სულ რაღაცას უკირკიტებს, სული ამოხადა... გუშინ მკითხა: ზურაბ თქვენი ბავშვობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა თქვენს ქვეყანაშიო? ჯერ გამეცინა, მერე გავბრაზდი, მერე დავდარდიანდი და ვუთხარი, მადროვე არ მაქვს პასუხი მზად უნდა დავფიქრდე მეთქი. გუშინს მერე ვფიქრობ, ვფიქრობ და საიდან დავიწყო მისთვის ამ ამბვის მოყოლა ვერ ვხვდები..

ყველაზე მთავარი მაინც მგონია, რომ ჩემს ბავშვობაში ადამიანებს უფრო მეტი დრო ჰქონდათ ერთმანეთითვის...

მთელი დღე ნაშრომი ბებია, ყველას რომ დაგვაპურებდა და მოგვხედავდა, მხრებზე თავშალს მოიხვევდა და რომელიმე ავადმყოფ მეზობელთან წავიდოდა ღამისსათევად. ხშირად ეჯდა სასთუმალთან მომაკვდავს... არც გარდაცლილს დატოვებდნენ და უთევდნენ გრძელ ღამეებს...

არ მახსოვს, სადილი ან ვახშამი რომელზეც მხოლოდ ჩვენ, ოჯახის წევრები ვყოფილიყავით, სულ იყო სტუმარი, მეზობელი, ახლობელი, ნათესავი, მოკეთე, მოყვარე...

ასჯერ მოსმენილ ამბავს, ნავთის ლამპასთან, ბუხარს შემომსხდარი ისე ვისმენდით, ვითომ რამე ახალი აღმოვაჩინეთ, ვხარობდით ერთმანეთით, ერთი-მეორეს სიყვარულით ვიყავით სავსე…

სად გაქრა ეს ხალხი, რა დაგვემართა?

სად გავრბივართ, სად გვეჩქარება?

ნეტა, იქ, საითაც მიგვეჩქარება, ასე უყვართ ერთმანეთი, როგორც მაშინ, იმ გამჭვარტლული ბუხრის პირას? არ მგონია…

ხვალ ზუსტად ვიცი, დიტერს რასაც მოვუყვები…"

ფოტო: ზაქარია ჭელიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა