თეგებით ძიება
10. 12. 2019 News-ები

თვითმფრინავის მგზავრს მორიელმა უკბინა

აშშ-ში თვითმფრინავის მგზავრს, რომელიც სან ფრანცისკოდან ატლანტაში მიფრინავდა მორიელმა დაკბინა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დაზარალებულის თქმით, მან სავარძელზე ჯდომისას იგრძნო ფეხში ჩხვლეტა. ტუალეტში შესვლისას კი აღმოაჩინა, რომ მორიელი გადმოვარდა მისი შარვლიდან, შემდეგ კი სწრაფად გაუჩინარდა.

თვითმფრინავის მგზავრს პარამედიკების მიერ სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც კი თვითმფრინავი დაეშვა აეროპორტში. ავიახაზების ინფორმაციით, როგორც კი გაერკვნენ სიტუაციაში, მათმა ეკიპაჟის წევრებმა დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს გადაუდებელი დახმარება დაზარალებულს.

ანალოგიური ინციდენტი მოხდა 2017 წელს, როდესაც კანადელ მამაკაცს გაერთიანებული ავიახაზების თვითმფრინავით მგზავრობისას უკბინა მორიელმა. რიჩარდ ბელმა აღნიშნა, რომ მორიელი თავზე დაეცა მას მაშინ, როდესაც ლანჩს მიირმთევდა. მომხდარის შემდეგ კი კომპანიამ ბელს მორალური და ფიზიკური ზიანის მიყენების გამო ფულადი კომპენსაცია გადაუხადა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა