თეგებით ძიება
13. 12. 2019 News-ები

თბილისის ნაწილს 16 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომპანია თელასის ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 16 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

სამგორის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), საავიაციო ქარხნის დასახლების, აეროპრტის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, თვალჭრელიძის, დიმიტროვის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების და ამილახვარის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბახტრიონის, იოსებიძის და არჩილ სულაკაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დომენტი ჟღენტის, დობრილიუბოვის, ენისელის, ზედაზენის, ზედაუბნის, კალიუჟინის, კაჭრეთის, კოდალოს, ვასილ თამარაშვილის, მაღაროს, ეკლესიის, სამღერეთის, ცოტნე დადიანის, ქართველიშვილის და ლევან ქართლელიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, აბულაძის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა