თეგებით ძიება
13. 12. 2019 News-ები

საინტერესო ფაქტები დეპრესიის შესახებ

სმარტფონების გამოჩენის შემდეგ, თინეიჯერებში დეპრესიის მაჩვენებელმა 60%-ით იმატა, სუიციდის მაჩვენებელმა კი – 56%-ით.
ნასადან პენსიაზე გასვლის შემდგომ, ბაზ ალდრინი, მეორე კაცი მთვარეზე, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და ბოლოს მეორადი მანქანების გაყიდვით იყო დაკავებული.
გრელანდიის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს სუიციდის მცდელობა ჰქონია.
არაჯანსაღი საკვებიდან ჯანსაღზე გადასვლას მეტი ეფექტი აქვს დეპრესიასთან ბრძოლისას, ვიდრე ფსიქოლოგთან ვიზიტებს.
ამერიკელების 10-20 პროცენტს ჰყავს პარაზიტი “Taxoplasma Gondii”. მას შეუძლია ტვინში ცვლილებები შეიტანოს და სუიციდური ქცევები ჩამოაყალიბოს.
როდესაც ადამიანები თავს იშავებენ, მაგ., ვენებს სამართებლით იჭრიან, გონება დაუყოვნებლივ წყვეტს მტკივნეული აზრების გენერაციას, როგორებიცაა, “მე უსარგებლო ვარ და არავის ვუყვარვარ,” და გამოყოფს დამამშვიდებელი ენდორფინების ნაკადს.
შვედეთში, ზამთრის დღეებში, ავტობუსებში სინათლის თერაპიის გამოყენება დეპრესიასთან ბრძოლის იარაღია. მაშინ როცა დღეში 19 საათი ბნელა.
ჰალუცინოგენური ქიმიკატი, რომელიც “მაგიურ სოკოებში” გვხვდება, წარმატებით გამოიცადა განუკურნებელი დეპრესიის მქონე პაციენტებში. მეცნიერები ექსპერიმენტის მონაწილეებს ინტენსიურად აწვდიდნენ ფსილოსიბინის დიდ დოზებს, ნარკოტიკული ზემოქმედების მისაღებად. ერთ-კვირიანი ცდების შემდეგ ყველა მოხალისე გათავისუფლდა დეპრესიისგან. სამი თვის შემდეგაც კი, 5 მათგანს დეპრესიის სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
შესწავლილი უმწეობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი უუნარობას განიცდის, რომელსაც ტრავმული შემთხვევა ან განუწყვეტელი წარუმატებლობები აყალიბებს. ფიქრობენ, რომ ეს დეპრესიი ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია.

წყარო:eon.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა