თეგებით ძიება
05. 02. 2020 News-ები

დღის რომელ მონაკვეთში უნდა მივიღოთ შხაპი

ადამიანების უმრავლესობა შხაპს იღებს ძილის წინ, ან ადრე დილას. კვლევებით დასტურდება, რომ შხაპის მიღების დრომ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. დილის შხაპი გვეხმარება კრეატიულ ყაიდაზე გადართვაში და ნაჩვენებია სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. საღამოს შხაპი კი დაძინებაში გვიწყობს ხელს.

გამოდის, რომ შხაპის მიღება გვეხმარება მოდუნებაშიც და საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში მოსვლაშიც. მთავარია სწორად შევარჩიოთ დრო. კერძოდ, ღამისკენ მიღებული შხაპი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას. შხაპში სხეული ხურდება და აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გაგრილებას. როგორც ცნობილია, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება იწვევს ძილიანობას, რაც სწრაფად
ჩაძინების გარანტიაა.

დილის შხაპი, თავის მხრივ, აფხიზლებს არა მარტო სხეულს, არამედ გონებასაც. სხვათა შორის ზოგიერთი სპეციალისტი შხაპის დღეში ერთხელ მიღებას გვირჩევს. მნიშვნელოვანია წყლის ტემპერატურაც. დერმატოლოგები ზომიერ ტემპერატურას გვირჩევენ, რადგან ძალიან ცხელი შხაპი, კანს გამოაშრობს.

author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა