12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. სამსახურში შეეცადეთ უფრო მეტად დაეყრდნოთ საღ აზრს, ვიდრე წინათგრძნობასა და ინტუიციას. ეს უკენასკნელი თქვენ დაგაღალატებთ. რომანტიკულ ურთიერთობაში დღეს ყველაფერი შესანიშნავად გექნებათ.
კურო. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, სასაუბროდ, ოჯახური ურთიერთობებისთვის. მანდილოსანი კუროებისთვის დიდია ალბათობა ახალი ნაცნობობის ან რომანტიკული თავგადასავლებისა. დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ ძვირადღირებული შენაძენი, ასევე დაკავდეთ მკურნალობითა და დაავადებათა პროფილაქტიკით. მამაკაც კუროებს კი პირიქით, ვარსკვლავები ურჩევენ ერიდონ ხალხმრავალ შეკრებებსა და წვეულებებს, რადგან ეს ნეგატიურად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.
ტყუპები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკმაოდ სერიოზული პრობლემები გელით ტყუპებს. განსაკუთრებული ყურადღება გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემას მიაქციეთ.
კირჩხიბი. არიან ადამიანები, რომელთა სულშიაც მზე ბუდობს. მისი სხივები ჩანს მათ თვალებში, ღიმილში, საქმეებში... როდესაც ამ ადამიანებთან ერთად ხართ, თქვენ სითბოს გრძნობთ მაშინაც კი, თუ დარაბებს მიღმა ცივა. შეეცადეთ ასეთ ადამიანებთან ახლოს იყოთ. ისინი ყოველთვის გაგათბობენ და დაგეხმარებიან.
ლომი. ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღეა. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ერიდეთ ძვირადღირებული შენაძენის გაკეთებას, ეს იმადგაცრუებას მოგიტანთ. არ ღირს ახალი ნაცნობობის გაბმა. თავშეკავება გამოიჩინეთ ნაცნობებთან და მეგობრებთან საუბრისას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ უძრავ ქონებას. მოსალოდნელია ძარცვა ან ხანძარი.
ქალწული. კარგი დღეა განმარტოვებისა და ფიქრისათვის. თავი შორს დაიჭირეთ დამღლელი საქმეებისა და მღელვარე კამათისაგან, სძლიეთ ცდუნებას. დღეს არ ღირს დაპირებების მიცემა, - მათ შესრულებას ვერ შეძლებთ. მოწამვლის თავიდან ასაცილებლად დაკვირევბულობა გამოიჩინეთ საკვები პროდუქტების არჩევისას.
სასწორი. ხელსაყრელი დღე გელით შემოქმედებით სასწორებს. თქვენ შეძლებთ საკუთარი გეგმების რეალიზებას, რაც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. კარგი დღეა ხელმძღვანელებთან, პარტნიორებთან და დამკვეთებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად. მარტოხელა სასწორებს საბედოსთან შეხვედრის შანსი გეძლევათ.
მორიელი. მშვიდად დასვენება დღეს ძალიან გარგებთ. უარი თქვით მნიშვნელოვან და რთულ საქმეებზე.
მშვილდოსანი. ზედმეტმა ხარჯებმა შესაძლოა კონფლიქტების პროვოცირება მოახდინოს. შეეცადეთ გონივრულად მიუდგეთ გატაცებებს და საყიდლებს ბავშვებისათვის. ნუ დაივიწყებთ მეორე ნახევარს. მისთვის საჩუქრის გაკეთება ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე.
თხის რქა. მეგობრებს შეუძლიათ რთულ მომენტში თქვენი მხარდაჭერა და ცუდი განწყობის გამოკეთება. ნუ დაივიწყებთ მათ. დაპატიჟეთ სტუმრად. თუმცა გახსოვდეთ, რომ მეგობრული წვეულება ძალიან კარგია, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, ხვალ სამუშაო დღე გელით.
მერწყული. არ ღირს საკუთარი სურვილების დამალვა. სანამ მათ ღიად არ გამოთქვამთ, სანამ არ გათავისუფლდებით ტვირთისგან, რაც გაწუხებთ, არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად. ასევე დიდი სიფრთხილე გმართებთ სამსახურში - მოსალოდნელია სხეულის დაზიანება.
თევზები. ბიზნესის სფეროში მომუშავე თევზების ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა ცოტათი გაუმჯობესდეს. აზარტული თამაშების მოყვარულებს დიდი მოგება, ვალების დაბრუნება ან მომგებიანი საქმიანი გარიგება გელით. სასიყვარუო საქმეებში დღეს მანდილოსან თევზებს გაუმართლებთ. არაა გამორიცხული ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი. ერიდეთ სპირტიანი სასმელების მიღებას. ეს მოულოდნელ შედეგებს მოგიტანთ.