თეგებით ძიება
13. 02. 2020 News-ები

დავით ჭიჭინაძე „ოცნების“ შეთავაზებას არ იღებს და კონსულტაციებზე უარს ამბობს

„მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ისეთ კონსულტაციებში, რომელიც ოპოზიციის თამაშგარეთ დატოვებას და ხელისუფლების თამაშს გულისხმობს“ - ასე ეხმაურება პოლიტიკული მოძრაობის, „ტრიბუნა“, ლიდერი დავით ჭიჭინაძე, „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დამოუკიდებებლი დეპუტატების კონსულტაციებზე მიწვევის ფაქტს.
„ქართული ოცნება“ ხვდება, რომ პრაქტიკულად ყველა ხიდი ჩატეხა ოპოზიციასთან, ვისთანაც სხვადასხვა ევროპელი დიპლომატების მეშვეობით საუბრობდა და ამიტომ ცდილობს დღეს მსგავსი კონსულტაციების ორგანიზებას. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები უნდა გახდნენ ვიღაცის ან რაღაცის ჩამნაცვლებლები.

ეს „ოცნების“ პრობლემაა. დეპუტატისთვის კი, დამაფიქრებელი და წყალგამყოფი უნდა გახდეს მათი გადაწყვეტილება.

ამას გარდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“, დღეს, დაკომპლექტებულია ყოფილი „ნაცებით“ , ამიტომ თუ რამეს ერთმანეთში ვერ იყოფენ, ვუსურვებდი ისევ ერთმანეთში მოგვარდნენ. ჩემი ადგილი კი, მათ მოლაპარაკებაში ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ, მათი გაფუჭებელი საქმე ჩემი გასასწორებელი არ არის.“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა