თეგებით ძიება
18. 02. 2020 News-ები

უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შეტევა- რუსი სამხედროები უკრაინელთა პოზიციებს მასშტაბურად ბომბავენ

18 თებერვალს დილით, რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინული არმიის პოზიციებს ნოვოტოსკოვსკოეს, ორეხოვოს და კრიმსკოეს დასახლებულ პუნქტებში.

რუსი სამხედროები სხვადასხვა სახის საარტილერიო დანადგარებს იყენებდნენ 120 მმ-იანი ნაღმტყორცნებისა და ჰაუბიცების ჩათვლით. თავდამსხმელებმა აგრეთვე ცეცხლი გახსნეს ყუმბარმტყორცნებიდან, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან.

რუსმა მებრძოლებმა საარტილერიო ცეცხლის ფონზე დაიწყეს აქტიური შეტევითი მოქმედებები, რომლის შემდეგაც დემარკაციის ხაზის გარღვევა და წინსვლა სცადეს უკრაინელთა პოზიციების მიმართლებით.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებები 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც უკრაინელმა სამხედროებმა დაკარგეს პოზიციებზე კონტროლი და რამდენიმე საცეცხლე კონტაქტის ზონიდან უკან დახევა მოუწიათ.

უკრაინულ მედიაში აღნიშნავენ, რომ დღევანდელი თავდასხმა რუსი სამხედროების მხრიდან უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური და ძლიერი იყო. უკრაინული არმიის შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია პირველი გარდაცვლილისა და 4 მძიმე დაჭრილის შესახებ. დაუდასტურებლად ვრცელდება ფაქტები უფრო მეტი უკრაინელი სამხედროს გარდაცვალების შესახებ. კიევის დროით 12 საათზე ჩანიშნულია პრეზიდენტის სპეციალური ბრიფინგი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად.

უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტის, იური ბუტუსოვის თქმით, ერთ-ერთ საყრდენ პუნქტთან დაპირისპირება ძალზე ახლო მანძილზე მიმდინარეობდა უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის. უკრაინულმა არტილერიამ საპასუხი ცეცხლი გახსნა, რომლის შემდეგაც აქტიურად ჩართეს რეზერვები მოქმედებაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა